სამ ადამიანზე მეტის შეკრებასთან დაკავშირებული აკრძალვა იხსნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერმა განმარტა, რომ ეს არ ეხება ტრანსპორტით გადაადგილებისას დაწესებულ შეზღუდვას, რომლის მიხედვითაც, ავტომობილში სამ ადამიანზე მეტი არ უნდა იმყოფებოდეს და მათგან 2 უკანა სავარძელზე უნდა იყოს განთავსებული.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, მოიხსნას შეზღუდვა 3 ადამიანზე მეტის შეკრების თვალსაზრისით როგორც დახურულ ასევე ღია სივრცეებში. ეს არ ნიშნავს, რომ მოიხსნება შეზღუდვა სამი ადამიანი გადაადგილების სატრანსპორტო შეზღუდვაზე“, - განაცხადა გახარიამ.