logo
ENG



გახარია: სამი წლის განმავლობაში სრულად იქნება აღრიცხული და რეგისტრირებული ნებისმიერი მიწა

12 მაი 202014:19
3 წუთის საკითხავი
 

მთავრობის სხდომაზე პრემიერმა გიორგი გახარიამ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყანაში სამი წლის განმავლობაში სრულად იქნება აღრიცხული და რეგისტრირებული ნებისმიერი მიწა.

გახარიამ ფერმერებს მოუწოდა, რაც შეიძლება მალე დაარეგისტრირონ მიწები.

„გადავწყვიტეთ სოფლის მეურნეობის დახმარების ანტიკრიზისულ გეგმასთან ერთად განგვეხილა მიწის სისტემური რეგისტრაცია, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს. ეს უდიდესი მნიშვნელობის ღონისძიებაა და მის წარმატებაში დარწმუნებულები ვართ. გამოყოფილია დაფინანსება ამისთვის. ქვეყანაში სამი წლის განმავლობაში სრულად იქნება აღრიცხული და რეგისტრირებული ნებისმიერი მიწა.

"ფერმერების დახმარება დაკავშირებულია დარეგისტრირებულ მიწასთან. ყველა ის ადამიანი, ვისაც დარეგისტრირებული არ აქვს მიწა, წლის ბოლომდე ვინც მოახერხებს რეგისტრაციას, ეს დახმარება მათაც შეეხებათ. ჩვენ ვეხმარებით ფერმერებს, ვეხმარებით სოფელს. ეს არის ზრუნვა თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე. მინდა თითოეულ ფერმერს მოვუწოდო ყველა მიწა, რომელიც მათ გააჩნიათ არც შეიძლება სწრაფად დაარეგისტრირონ“, - აღნიშნა პრემიერმა.

ამავე თემაზე: პრემიერმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე ფერმერების დახმარების პროგრამა წარადგინა.

როგორც პროგრამიდან ირკვევა სახელმწიფო ფერმერებს 1 ჰექტარზე 200 ლარით დაასუბსიდირებს.


close დახურვა