logo
ENG



გახარია: ქუთაისის პარლამენტის შენობის გაყიდვას ვაპირებთ

21 თებ 202015:36
3 წუთის საკითხავი
 
c2whbbbw1rcldkv.jpg

პრემიერმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ქუთაისის პარლამენტის შენობა გაიყიდება. პრემიერის თქმით, ქუთაისის მომავალი იქნება მედიცინა, განათლება და არა მხოლოდ.

„ქუთაისის პარლამენტის შენობის გაყიდვას ვაპირებთ. პროცესი ეკონომიკის სამინისტრომ დაიწყო. ქუთაისი სულ მალე იქნება უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი, რომლის მნიშვნელობაც ქალაქისთვის ბევრად უფრო მეტი იქნება, ვიდრე პარლამენტი. არსებულ შენობას ექნება თავისი დატვირთვა. მან უნდა შეიძინოს ახალი, ეკონომიკურად უფრო მიმზიდველი დატვირთვა.

ქუთაისის მომავალი რა შეიძლება და რა უნდა იყოს? განათლება, მედიცინა, ლოგისტიკა და კიდევ ბევრი რამ და არა მხოლოდ პარლამენტი“, - განაცხადა გახარიამ.

 


close დახურვა