მინისტრთა კაბინეტის წევრები და ბიზნესის წარმომადგენლები სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ კონფერენციას „საქართველო და მსოფლიო 2020“ ესწრებიან.
კონფერენციის მონაწილეებს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მიმართა და ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, მთავარი პრობლემა კვლავ უმუშევრობაა.
„ჩვენი ეკონომიკის სისტემური პრობლემა გახლავთ დამატებითი ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და აქ დაბალანსებული ურთიერთობის, პოლიტიკის კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის, სერიოზული შედეგები მიღწევა შეუძლებელია. მთავრობა პირველ რიგში აკეთებს იმას, რომ ქვეყანაში შეიქმნას პირველ რიგში განსაკუთრებული ბიზნესგარემო, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იყოს ყველა სფეროში, განსაკუთრებით სერვისების სფეროში. სერვისები ჩვენი ქვეყნის და ეკონომიკის მომავალია. თუმცა, ამას სჭირდება ბევრი წელი, მაღალი დონის კომპეტენცია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.