პრემიერი გიორგი გახარია ამბობს, რომ ძველი დროის მსგავსად, რუსი ჯაშუშების პიარისთვის და რეკლამისთვის გამოვლენა "არაფერს არ ნიშნავს". ამაზე მან ფორმულას კითხვის პასუხად ისაუბრა, თუ რატომ არ არის გამოვლენილი არცერთი რუსი ჯაშუში, ისინი, ვინც ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ.
"ერთი რამე გაითვალისწინეთ, სპეციალური შესაბამისი სამსახურები მუშაობენ თავიანთი რეგლამენტების შესაბამისად. ძველ პერიოდში რუსი ჯაშუშების ასე გამოვლენა პიარისთვის და რეკლამისთვის... - ეს არაფერს არ ნიშნავს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.