logo
ENG



გახარია: „კრიშა“ რუსული სიტყვაა, ცოტა სხვა რამე ვიხმაროთ

09 დეკ 201914:57
3 წუთის საკითხავი
 
gkel1o86gi7qbec.jpg

საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას დღგ-ების საქმეებთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ დაკავებული იქნება ყველა, ვისაც მსგავს დანაშაულთან ქონდა შემხებლობა.

რაც შეეხება ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძის ამ საქმეებთან შემხებლობას, გახარიას თქმით, ის ჭორებზე კომენტარს არ აკეთებს.

„კრიშა“ რუსული სიტყვაა, ცოტა სხვა რამე ვიხმაროთ. ამ თემაზე მიმდინარეობს გამოძიება. ამ კონკრეტულ ეპიზოდთან დაკავშირებით ბევრი დამნაშავე დაკავებულია. დაკავებული იქნება ყველა, ვისაც შემხებლობა ქონდა მსგავს დანაშაულთან. ჭორებზე მაყურებლებთან არ ვსაუბრობ“, - განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ ყალბი დღგ-ების საქმეზე 102 პირის მიმართ არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, თავიდან აიცილეს 100 მილიონ ლარამდე ყალბი აქტივის გამოყენების შესაძლებლობა.

„ბრალდებულებს საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში,  რეგისტრირებული ჰქონდათ კომპანიები, რომელთა სახელითაც ახორციელებდნენ უსაქონლო ოპერაციებს, რა დროსაც ისინი აყალბებდნენ დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურებს“, - ნათქვამი იყო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 


close დახურვა