logo
ENG



გახარია:ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გვაქვს, ორი შემთხვევის წარმომავლობა გაურკვეველია

09 ივნ 202009:54
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე კორონავირუსით ინფიცირების ახალ შეთმხვევებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყანაში 8 ახალი ინფიცირებულია.

გახარიას თქმით, ორი მათგანის პირველწყარო დაუდგენელია.

„ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გვაქვს. თითქოს არ არის ბევრი, მეტიც გვქონია, მაგრამ სამწუხაროდ, 8 შემთხვევიდან 3 შემთხვევა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები გახლავთ ბოჭორიშვილის კლინიკიდან. ორი შემთხვევის წარმომავლობა გაურკვეველია. ფაქტობრივად, კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ საუბრები ეპიდემიის დამარცხებაზე, როგორც მინიმუმ უკიდურესად ნაადრევია, ამიტომ მობილიზაციის კიდევ უფრო მაღალი ხარისხი გვმართებს“, - განაცხადა პრემიერმა.

ამ დროისთვის ქვეყანაში ჯამში კორონავირუსით ინფიცირებული 818 მოქალაქეა, აქედან 686 გამოჯანმრთელდა, ხოლო 13 გარდაიცვალა.


close დახურვა