"მძღოლები, რომლებიც სატრანსზიტო ფუნქციას ასრულებენ, ყველაზე მაღალი რისკის შემცველები არიან",- ეს განცხადება დღეს პრემიერმა საპარლამენტო ტრიბუნიდან გააკეთა.
მისივე თქმით, მძღოლებმა მუშაობა არ უნდა შეწყვიტონ, თუმცა ამ მიმართულების კონტროლი აუცილებელია.
"დღეს 8 ახალი ინფიცირებულია და აქედან 6 საკარანტინე ზონიდან, ხოლო 2 სატვირთო მანქანების მძღოლია. მინდა პირველ რიგში მოვუწოდო ადგილობრივ გადამზიდავ კომპანიებს, რომ მჭიდროდ ვითანამშრომლოთ, რადგან მძღოლები, რომლებიც სატრანსზიტო ფუნქციას ასრულებენ, ყველაზე მაღალი რისკის შემცველები არიან და მათი კონტროლი, პარალალურად რომ მუშაობა განაგრძონ, უკიდურესად მნიშვნელოვანია. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მოქალაქეს გონიერებისთვის, რათა დღეს არც ერთი შემთხვევა მუნიციპალური ტრანსპორტში პირბადის გარეშე დაფიქსირებული არაა",-აცხადებს გიორგი გახარია.