logo
ENG



გახარია არჩევნების თარიღის ცვლილებაზე: ასეთი რისკი არ არსებობს

16 ივნ 202023:20
3 წუთის საკითხავი
 
fvu46cyg9bqgbna.jpg

საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ პირველი არხის ეთერში გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ საპარლამენტო არჩევნების თარიღის შესაძლო ცვლილებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ასეთი რისკი დღეის მდგომარეობით არ არსებობს.

გახარიას თქმით, არჩევნების თარიღის საკითხს პოლიტიკური სპეკულაციისთვის იყენებენ.

„იქიდან გამომდინარე, რომ პანდემიას ახასიათებს მაღალი სახის გაურკვევლობა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ... მე საერთოდ ვთვლი, რომ ასეთი რისკი არ არსებობს თუ არსებობს მინიმალური. არაფერი არჩევნებს სააკონსტიტუციო ვადებში დღეს არ ემუქრება. მიუხედავად იმისა, რომ ერთ შემთხვევასაც და მეორესაც უამრავი ხალხი პოლიტიკური სპეკულაციისთვის იყენებს. დღეის მონაცემებით ასეთი რისკი არ არსებობს“, - განაცხადა გახარიამ. 

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არჩევნების დეკემბრამდე გადადების თეორიული შანსები არსებობს და შესაძლებელიცაა, რომ მოვლენები ასე განვითარდეს. როგორც ირაკლი კობახიძემ განმარტა, ეს კორონავირუსის გავრცელებაზეა დამოკიდებული.


close დახურვა