გიორგი გახარია შეხვედრებს მართავს. ყოფილი პრემიერმინისტრი თანამოაზრეებს სოფელ მუხურში, საკუთარ სახლში მასპინძლობს. შემთხვევითი არაა პარტია საქართველოსთვის ლიდერის სამეგრელოში ყოფნა. ორშაბათს ზუგდიდის საკრებულო კიდევ ერთხელ ეცდება თავმჯდომარის არჩევას. ეს კრიზისის დაძლევის მორიგი შესაძლებლობაა. ამ ფონზე თავად გახარია კამერებთან არ ჩნდება.
გახარია თანამოაზრეებს ხვდება
10 თებ 202220:14
3 წუთის საკითხავი