logo
ENG



გახარია სააკაშვილის ინიციატივაზე: ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება

28 მარ 202017:13
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ემიგრანტების ჩამოყვანასთან დაკავშირებით საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას გამოეხმაურა. 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ემიგრანტების სამშობლოში ჩამოყვანის პროცესი გრძელდება და მთავრობას ამაში დახმარება არ სჭირდება. 

გახარია ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეებს ქვეყანაში ორგანიზებულად დააბრუნებენ. 

"საქართველო იყო ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც პირველივე დღიდან ოფიციალურად განაცხადა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია მიმართოს საელჩოებს და ჩვენ მათ ორგანიზებულად ჩამოვიყვანთ. ეს პროცესი გრძელდება და ამაში ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება", - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთავაზობს. როგორც ვაშაძე აცხადებს მოძიებულია ავიაკომპანია, რომელიც საქართველოს ათასობით მოქალაქეს სამშობლოში დასაბრუნებლად დაეხმარება. ამავე ინიციატივით გამოდის საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. სააკაშვილმა მზაობა გამოთქვა, რომ მთავრობასთან კოორდინაციით ემიგრანტების სამშობლოში, სავალდებულო კარანტინში დაბრუნება უზრუნველყოს.


close დახურვა