logo
ENG



გახარიამ თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები და საკრებულოს პარტიული სიის წევრები წარადგინა

01 სექ 202119:34
3 წუთის საკითხავი
 
2021/09/01/w2ksm4xdtsunebb.jpg

გიორგი გახარიამ პარტია საქართველოსთვის თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები და თბილისის საკრებულოში პარტიული სიის წევრები წარადგინა. 

თბილისის მაჟორიტარიბის კანდიდატები არიან:

  • სამგორი - კახაბერ ქემოკლიძე;
  • ისანი - დავით გოგიძე;
  • კრწანისი- ზურაბ რეხვიაშვილი;
  • მთაწმინდა - ვახტანგ გვაზავა;
  • ვაკე- მერაბ მაჭავარიანი;
  • ჩუღურეთი- რუსუდან თევზაძე;
  • დიდუბე- გიორგი ქაჯაია;
  • საბურთალო- მიხეილ ნაბიჯაშვილი;
  • ნაძალადევი- გალაკტიონ ღუდუშაური;
  • გლდანი - ნათია მეზვრიშვილი.

რაც შეეხება თბილისის საკრებულოს პარტიულ წევრებს, მათი სია ასეთია: 

  • ლევან დოლიძე;
  • ზაზა თავაძე;
  • სალომე კობალაძე;
  • გიორგი შარაშიძე;
  • დავით ფარცვანია;
  • თამარ ტატა ხვედელიანი;
  • ეკატერინე ვეფხვაძე;
  • მალხაზ მჭედლიშვილი;
  • საბა ჯიქიძე;
  • გიორგი სოსელია;
  • თიკო თვალაძე;
  • გიორგი კიკნაველიძე;
  • ზაურ რეხვიაშვილი;
  • ქეთევან ბაკარაძე;
  • ვატო ფაჩულია;

დღევანდელ ღონისძიებაზე ასევე ცნობილი გახდა, რომ პარტიიდან საქართველოსთვის თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გახარია იქნება.

ქართული ოცნებიდან თბილისის მერობისთვის კახა კალაძე იბრძვის, ოპოზიციის კანდიდატი კი ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიაა. 

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერსაა დანიშნული.


close დახურვა