logo
ENG



გახარიას 12 ტყუილი - აქცია პარლამენტთან

26 ივნ 202012:35
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერის გამოსვლა პარლამენტში აქციის ფონზე მიმდინარეობს. გახარიას 12 ტყუილი - ლოზუნგით მოძრაობა „შეცვალე“ საკანონმდებლო ორგანოსთან საკუთარ პროტესტს გამოხატავს. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრსა და ქართულ ოცნებას საზოგადოების მოტყუებაში ადანაშაულებენ.

მოძრაობა „შეცვალეს“ წარმომადგენლებს პლაკატებზე ის ცნობილი ფრაზები აქვს გამოტანილი, რომელიც გახარიამ 20 ივნისს გამოიყენა. 

„პრემიერ-მინისტრმა მოიტყუა, რომ პოლიციელები დაისჯებოდნენ, თუმცა არცერთი არ არის დასჯილი, ლეტალური ტყვიების გამოყენება ახალგაზრდების წინააღმდეგ არ შეიძლებოდა, მაგრამ მან მისი გამოყენების ბრძანება გასცა. ჩვენ დღეს მას შევახსენებთ, რომ ამ ყველაფრის გამო დაისჯება“, - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.


close დახურვა