logo
ENG



გახარიას გუნდის წევრი დაუშვილი: ნიკა მელია და გიორგი რურუა პოლიტპატიმრები არ არიან

14 აპრ 202116:52
3 წუთის საკითხავი
clock 822
გახარიას გუნდის წევრი დაუშვილი: ნიკა მელია და გიორგი რურუა პოლიტპატიმრები არ არიან

გიორგი გახარიას ახლადშექმნილი გუნდის წევრი, მიხეილ დაუშვილი აცხადებს, რომ ენმ-ს ლიდერი, ნიკა მელია და მთავარი არხის თანამფლობელი, გიორგი რურუა პოლიტპატიმრები არ არიან. ეს პოზიცია მან მთავარი არხის ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში" დააფიქსიდა. 

"ბატონი ნიკა მელია, თქვენ კარგად იცით რასთან დაკავშირებით არის ბრალდებული. ეს არის საკანონმდებლო ორგანოზე შტურმის ორგანიზება. მე ვთვლი, რომ ბატონი ნიკა მელია არ არის პოლიტიკური პატიმარი.

ანალოგიურად, ბატონი გიორგი რურუას მიმართ არსებობს კონკრეტული საქმე, სასამართლო პროცესი გრძელდება და რაც შეეხება პოლიტპატიმრობას, დიახ, ამ შემთხვევაშიც ვფიქრობ, რომ ბატონი გიორგი რურუა არ არის პოლიტპატიმარი", - თქვა დაუშვილმა.

გიორგი გახარიას გუნდმა ქართული ოცნება დატოვა. 

კერძოდ, მმართველი პარტია დატოვეს მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატებმა: გიორგი ხოჯევანიშვილმა, მიხეილ დაუშვილმა, ბექა ლილუაშვილმა, ანა ბუჩუკურმა, ალექსანდრე მოწერელიამ, შალვა კერესელიძემ. 

დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ისინი იზიარებენ დაშვებულ შეცდომებსაც. 

ისინი ექსპრემიერის პარტიას შეუერთდებიან, პარლამენტში კი მუშაობას დამოუკიდებელი დეპუტატების სტატუსით გააგრძელებენ. 

მმართველი გუნდის უკვე ყოფილმა წევრებმა თქვეს, რომ საზოგადოებას მეტ ინფორმაციას გიორგი გახარიასთან ერთად უახლოეს მომავალში მიაწვდიან. 

თავად გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის პოსტი და პარტია ქართული ოცნება 2021 წლის 18 თებერვალს დატოვა.

ექსპრემიერმა თანამდებობიდან წასვლის შემდეგ მედიასთან პირველი კომენტარი 22 მარტს გააკეთა. როგორც მან თქვა, ჭორების მიუხედავად, "არსად წასვლას არ აპირებს, პოლიტიკაში რჩება და ყველა არსებულ კითხვას პასუხი გაეცემა". 

 

 


close დახურვა