logo
ENG



გახარიას თქმით, ოფისის გახსნაზე შუქი ჩაუქრეს

01 ივლ 202113:24
3 წუთის საკითხავი
 

პარტია საქართველოსთვის ლიდერმა გიორგი გახარიამ გორში პარტიის ოფისი გახსნა და საარჩევნო კამპანია შიდა ქართლიდან დაიწყო.

როგორც მან ჟურნალისტებთან ისაუბრა, პრეზენტაციის დღეს ოფისში შუქი ჩააქრეს, თუმცა, მისივე განცხადებით, ვერც ეს და ვერც სხვა წინააღმდეგობები მათ ვერ შეაჩერებს.

"ჩვენ არ ვებრძვით არავის, ჩვენ არავის წინააღმდეგ არ ვართ, ჩვენ ვიქნებით მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსთვის და საქართველოს მომავლისთვის, მიუხედავად იმისა, რას მოგვიგონებენ, მიუხედავად იმისა, როგორ იჭორავებენ და გაგვლანძღავენ, მიუხედავად იმისა, როგორ ჩაგვიქრობენ შუქს პრეზენტაციის დღეს, რომელიც დღეს აქ მოგვიწყვეს, მიუხედავად იმისა, რომ დაგვიხურავენ ოფისს, მიუხედავად იმისა, რომ სამსახურიდან დაითხოვენ კი არა, უბრალოდ გამოყრიან ადამიანებს, რომლებიც წლებია, საჯარო მოსამსახურეები არიან და ქვეყანას ემსახურებიან, მიუხედავად ამისა, ჩვენ გავაგრძელებთ თითოეული ჩვენი მოქალაქისა და ჩვენი ქვეყნის მსახურებას", - თქვა გახარიამ ჟურნალისტებთან.

გახარიას პარტიამ ბათუმის რეგიონული ოფისი 14 ივნისს გახსნა, თუმცა შენობა დააცლევინეს. პარტიის აჭარის რეგიონული ხელმძღვანელი ირაკლი მიქელაძე ამბობს, რომ ოფისი მათი გუნდის მხარდამჭერისგან ჰქონდათ ნაქირავები, თუმცა ფართის მეპატრონემ პოზიცია მოულოდნელად შეიცვალა.


close დახურვა