ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის წევრები კანდიდატებთან დაკავშირებით ბოლო კონსულტაციებს მართავენ. თვითმმართველობის არჩევნებისთვის თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში წარსადგენ კანდიდატებს, სავარაუდოდ, ხვალ, პირველ სექტემბერს დაასახელებენ.
უცნობია, ხვალვე დასახელდება თუ არა თბილისის მერობის კანდიდატიც, თუმცა როგორც პარტიის წევრმა ბერდია სიჭინავამ დაადასტურა, "აუცილებლად" ეყოლებათ "ღირსეული" კანდიდატი.
"ჩვენ კანონით მონიჭებულ უფლებას, ეს დღეები გამოვიყენოთ, რათა საბოლოოდ ჩამოვყალიბდეთ ვერსიაზე და წარვადგინოთ ღირსეული მერობის კანდიდატი, ბოლომდე გამოვიყენებთ. წინასწარ არ ვისუბრებ არცერთ ვერსიაზე და არცერთ კანდიდატზე, რამდენიმე დღე დარჩა, შესაძლოა, ერთი და ორი დღე. სავარაუდოდ, ხვალ დავასახელებთ კანდიდატს, შესაბამისად, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს არის დაგეგმილი.