logo
ENG



გახმაურებულ საქმეებში ჩართულ ექსპერტს ჯანდაცვის სამინისტრო საქმიანობას უზღუდავს

31 ივლ 202019:08
3 წუთის საკითხავი
 
1yl7mga2wdrwr9a.jpg

ყველაზე რეზონანსულ საქმეებში ჩართულ დამოუკიდებელ ექსპერტს ჯანდაცვის სამინისტრო საქმიანობას უზღუდავს.

ტიკარაძის უწყებამ გალინა კარმუშინას რუსეთის სამედიცინო სერტიფიკატი მოსთხოვა, არადა ექსპერტი უკრაინის მოქალაქეა. ის ოკუპირებული დონეცკიდანაა და საქართველოში მუდმივი ბინადრობის უფლება აქვს.

ცენტრ "ემპათიაში" მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ფაქტი კარმუშინას მიერ გახმაურებულ საქმეებში, მათ შორის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეში ჩართულობას უკავშირდება. ისინი საკითხის შესწავლას სახალხო დამცველს სთხოვენ.

გარდა ამისა, უწყების განმარტებით, ექსპერტმა უნდა იცოდეს სახელმწიფო ენა. 

კარმუშინა მოკვლევაში გარდაცვლილი ბაჩალიაშვილის ოჯახის თხოვნით ჩაერთო. 


close დახურვა