"გახსენით ფიტნეს-დარბაზები", - ამ მოთხოვნით რუსთაველის მეტროსთან აქცია მიმდინარეობს. აქციას ფიტნესის ინსტრუქტორები მართავენ.
ისინი სავარჯიშო დარბაზების გახსნასა და მუშაობის დაწყების უფლებას ითხოვენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, უამრავი დაპირების მიუხედავად, მათ დღემდე არ იციან ზუსტი თარიღი, როდის და რა რეგულაციებით გაიხსნება სპორტული დარბაზები.
ფიტნესის ინსტრუქტორების თქმით, მუშაობის და ვარჯიშის გაგრძელება შეუძლებელი იქნება იმ რეგულაციების პირობებში, რომელთაც სახელმწიფო დარბაზების მფლობელებს სთავაზობს.