გახშირებულ კიბერთავსახმებზე მოქალაქეები სოციალურ ქსელში აქტიურად საუბრობენ. ერთ-ერთი დაზარალებული მევლუდ მელაძეა. ავტომოყვარული სოციალურ ქსელში წერს, რომ უკვე თვეზე მეტია მისი პირადი ანგარიშიდან სამკაოდ სოლიდური თანხა გაქრა.
მევლუდ მელაძემ პრობლემის შესახებ ბანკს დაუყოვნებლივ მიმართა, თუმცა ამის მიუხედავად, ფინანსურმა ორგანიზაციამ მისი დაცვა მაინც ვერ შეძლო. პრობლემის დაფიქსირებიდან რამდენიმე დღის შემდეგ მევლუდის მეორე ანგარიშიც დაცარიელდა. მისთვის პასუხი ამ დრომდე არავის აქვს.
ანალოგიური პრობლემა ჟურნალისტ მერამ მეტრეველსაც შეექმნა. თუმცა კუთნილი თანხა მანაც ვერ დაიბრუნა.
კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი გიორგი გვასალია ამბობს, რომ თაღლითები ცდილობენ შეცდომაში შეიყვანონ მომხმარებელი და პირადი ინფორმაცია ალტერნატიულ, მათ მიერ შექმნილ ინტერნეტსაიტზე ჩააწერინონ, რომლის მისამართიც ორგინალისგან თითქმის არ განსხვავდება. ექსპერტმა ასევე გასცა რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა დაიცვას მომხმარებელმა თავი თაღლითობისგან.
საქმეზე პოზიციის დაფიქსირება ვთხოვეთ იმ კომერციულ ბანკებსაც, რომლის მომხმარებლებც დაზარალდნენ. თუმცა ფინანსური ორგანიზაციის წარმოამდგენელი ჩვენთან კონრაქტზე არ გამოსულა. კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ ვერც შინაგან საქმეთა სამინისტროსგან.
ვიდრე პასუხისმგებელი ორგანოები საკითხში გაერკვევიან, მანამდე საბანკო მომხმარებლებს განსაკუთრებული ყურადღება მართებთ.