logo
ENG



გედევან ფოფხაძე:თუ კანონპროექტი ჩავარდება, ქვეყანაში სიტუაცია დაიძაბება

13 ნოე 201917:24
3 წუთის საკითხავი
 
0la94p26d8409av.png

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა მელიას განცხადებით, მმართველი გუნდი, ოპოზიციის პროვოცირებას ცდილობს, რათა მათთვის მისაღები გადაწყვეტილება გადააბრალოს.

ამის შესახებ მან პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული კენჭისყრის გადადების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

„განგებ ცდილობენ პროვოცირებას ოპოზიციური პარტიების დეპუტატებისა, რათა მოხდეს ინციდენტი და გადააბრალონ მათ ჩაგდების გადაწყვეტილება, მაგრამ ჩვენ ვართ ისე მშვიდად, როგორც არასოდეს,“ - აცხადებს მელია.

დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე კი თვლის, რომ კანონპროექტის ჩაგდება, ქვეყანაში სიტუაციას დაძაბავს.

„თუ არ იქნება მიღებული ის გადაწყვეტილება, რაც საჭიროა, ძალიან დაიძაბება ქვეყანაში სიტუაცია. ხალხი ხედავს, რომ ამ ხელისუფლების პირობებში პროგრესი არ არის. ამიტომ იმედი იმისა, რომ რაღაც შეიძლება 2020 წელს, დაიკარგება,“ - აცხადებს ფოფხაძე.

 


close დახურვა