გედევან ფოფხაძემ განათლების კომიტეტი დატოვა. ინფორმაცია ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. ფოფხაძე უახლოეს მომავალში ბიუროს შესაბამისი განცხადების დაკმაყოფილების მოთხოვნით მიმართავს.
"უკვე მეორე თვეა კომიტეტის აპარატი მე მაჯარიმებს კომიტეტის სხდომების გაცდენის გამო. მიმაჩნია, რომ ეს „ქართული ოცნების“ მხრიდან ჩემი პოლიტიკური დევნის ფორმაა. შეუძლებლად ვთვლი, რომ კომიტეტის მუშაობაში გავაგრძელო მუშაობა. აუცილებლად მივმართავ ბიუროს და ოფიციალურად დავტოვებ კომიტეტს. აქვე მინდა ვთქვა, რომ თქვენი პოლიტიკური ძალა არის ყოვლად სულმდაბალი და მორალდაცლილი", - განაცხადა ფოფხაძემ კომიტეტის სხდომა და დარბაზი დატოვა.
ფოფხაძის ამ განცხადებას უპასუხა უმრავლესობის წევრმა შოთა ხაბარელმა, რომელმაც ფოფხაძის გამოსვლას "უსაფუძვლო" უწოდა. როგორც ხაბარელი აღნიშნავს, კომიტეტში არაერთი პირია, რომელიც იგივე მიზეზით არის დაჯარიმებული.