logo
ENG



გელიოშას ფერები და ხასიათი - გელა ჯინჭარაძის უჩვეულო სამყარო

26 ივლ 202020:35
3 წუთის საკითხავი
 

მის შემოქმედებას ერთხელ მაინც თუ შეავლებთ თვალს, მისი ხელწერა არასოდეს აგერევათ. რთული, შეიძლება ითქვას, დრამატული ცხოვრების ბიოგრაფიაში ჟურნალისტობასაც შეხვდებით და სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტობას, რომელიც ფსიქიკური პრობლემების გამო მიატოვა. ამ თემაზე საუბარს არასოდეს გაურბის და იუმორით იმასაც ამბობს, რომ ნორმალური არაა, თუმცა არც არანორმალურია, არამედ პარანორმალური.

სამყარო, რომელსაც გელა ჯინჭარაძე ფერწერასა და გრაფიკაში გარდაქმნის, ქვემო ფონიჭალაში, მეთექვსმეტე სართულის ვიწრო ბინის იატაკზე იქმნება. გელიოშა, როგორც მას ოჯახის წევრები და მეგობრები ეძახიან, თვითნასწავლი მხატვარია - უჩვეულო ამბებითა და ბიოგრაფიით, გამორჩეული ინტელექტითა და იუმორით. „დროების“ გადამღებმა ჯგუფმა თეკლა თარგამაძის და გიორგი მიქელაძის შემადგენლობით გელიოშას შემოქმედება ქვემო ფონიჭალის მე-16 სართულის ვიწრო ოთახში მოინახულეს.


close დახურვა