კრიტიკულად მძიმეა ოკუპანტების პატიმრობაში დაუძლურებული გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ორწლიანი პატიმრობის შემდეგ, საოკუპაციო რეჟიმმა ის მაშინ შეიწყალა, როცა გადარჩენის შანსი მინიმალური იყო. თბილისში გადმოყვანისთანავე, ბესტაევს ოპერაცია ჩაუტარდა - ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ ქართული ოცნება არაფერს აკეთებს საკუთარი მოქალაქეების ტყვეობიდან დასახსნელად და სასიკვდილოდ იმეტებს ოკუპანტების მიერ დაკავებულებს.
გენადი ბესტაევის მდგომარეობა მძიმეა
17 ნოე 202120:05
3 წუთის საკითხავი