გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ოჯახი პასუხიმგებლობას ცხინვალის დე ფაქტო მთავრობასთან ერთად საქართველოს ხელისუფლებას აკისრებს. გენადი ბესტაევის დის კრიტიკული განცხადებების შემდეგ მასთან გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მივიდა და პროდუქტი ჩაუტანა. ნაირა ბესტაევი ამბობს, რომ მას ხელისუფლების მიტანილი პროდუქტი არ სჭირდება და საქართველოს ხელისუფლებას კვლავ უმოქმედობაში ადანაშაულებს. აცხადებს, რომ ახლა მთავარი მისი ძმის სიცოცხლის გადარჩენაა.
გენადი ბესტაევის ოჯახი საქართველოს ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს
18 ნოე 202113:53
3 წუთის საკითხავი