logo
ENG



გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის 155 შემთხვევა - ომბუდსმენის სპეციალური ანგარიში

24 თებ 202014:45
3 წუთის საკითხავი
 

2019 წელს ყველაზე მეტი დავა ისევ გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას ეხებოდა - სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ თანასწორობის მდგომარეობის შესახებ მეხუთე სპეციალური ანგარიში წარმოადგინა.

ომბუდსმენის აპარატის მონაცემებით, სქესის ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევები წინა პერიოდის მსგავსად, 16 პროცენტია და ის სავარაუდო სექსუალური შევიწროების შემთხვევებსაც აერთიანებს.

ანგარიშის თანახმად, 2019 წელს საქართველოს სახალხო დამცველმა სავარაუდო დისკრიმინაციის 155 ახალი შემთხვევა განიხილა, მათგან 13 ფაქტზე კი წარმოება საკუთარი ინიციატივით დაიწყო.

„ქალთა მიმართ შევიწროების და სექსუალური შევიწროების საქმეებთან დაკავშირებით მომართვიანობა არის გაზრდილი. თუ შევხედავთ სტატისტიკას 155 საჩივარი იქნა ჩვენთან შემოტანილი და ყველაზე დიდი რაოდენობა არის გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის სავარაუდო შემთხვევები“, - განაცხადა ომბუდსმენმა. 

 

 

 

 

 


close დახურვა