logo
ENG



გენერალი მილი: უკრაინამ F-16-ები, შესაძლოა, უახლოეს მომავალში მიიღოს

27 აგვ 202321:38
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/27/3ppcyq2ktj58y4w.png

აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელი, მარკ მილი აცხადებს, რომ უკრაინამ F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები, შესაძლოა, "უახლოეს მომავალში" მიიღოს.

"რაც შეეხება F-16-ს. სიმართლე გითხრათ საქმე წინ მიიწევს. არსებობს შესწავლის პროგრამა და უკრაინელები F-16-ს სავარაუდოდ მიიღებენ... ახლო მომავალში", - ამბობს გენერალი.

მილიმ ასევე უკრაინის კონტრშეტევაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეიარაღებული ძალები რუსების გამაგრებულ პოზიციებს აწყდებიან, რომლებსაც ისინი თვეების განმავლობაში, ნაღმებით აწყობდნენ.

"უკრაინელებს დარჩათ საბრძოლო ძალის დიდი ნაწილი და ეს ჯერ დასასრული არ არის. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ ადრეა წარმატებაზე ან წარუმატებლობაზე საუბარი", - თქვა ამერიკელმა გენერალმა.

18 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ამერიკამ დანიასა და ნიდერლანდებს თანხმობა მისცა, უკრაინაში F-16 საბრძოლო თვითმფრინავები გაგზავნონ, როგორც კი პილოტები შესაბამის წვრთნებს დაასრულებენ

19 აგვისტოს, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებზე უკრაინელი მფრინავების წვრთნები უკვე დაიწყო.

უკვე 25 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ში უკრაინელი პილოტების F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებისთვის მომზადება ოქტომბერში დაიწყება


close დახურვა