logo
ENG



გენერალი ნაზაროვი: ომი რუსეთთან, შესაძლოა, კიდევ 1 წელი გაგრძელდეს

03 მარ 202310:13
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/03/8gy2jwdkubknsxd.png

უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის მრჩეველი, გენერალი ვიქტორ ნაზაროვი ამბობს, რომ ომი რუსეთთან, შესაძლოა, კიდევ 1 წელი გაგრძელდეს და ის უკრაინის გამარჯვებით უნდა დასრულდეს. ეს განცხადება ნაზაროვმა Spiegel-თან ინტერვიუში გააკეთა.

როგორც გენერალმა აღნიშნა, ის 1-წლიან ომს ჯერ კიდევ გასული წლის თებერვალში პროგნოზირებდა. მისი თქმით, უკრაინას სრული გამარჯვებისთვის კიდევ 1 წელი დასჭირდება.

ნაზაროვი ამბობს, რომ რუსეთის დაძლევა სავსებით რეალურია და ამ ომს ზუსტად ასეთი შედეგი ექნება. გენერალმა აღნიშნა, რომ უკრაინა შეძლებს რუსეთის ჯარი საკუთარი ტერიტორიიდან განდევნოს და ამის მაგალითი ხარკივი და ხერსონია.


close დახურვა