გენერალური პროკურორი 6 წლით გიორგი გაბიტაშვილი გახდა. მის კანდიდატურას მხარი პარლამენტის 80-მა დეპუტატმა დაუჭირა.
11 ივლისს საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორის კანდიდატად გიორგი გაბიტაშვილი აირჩია. გიორგი გაბიტაშვილი ყოფილი გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის მოადგილეა.
გენერალური პროკურორის თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოში გასაუბრებები რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე 11 კანდიდატურა იყო დარეგისტრირებული.
გენერალური პროკურორის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ირაკლი შოთაძემ აღნიშნული თანამდებობა დატოვა. მან თანამდებობის დატოვების მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.