შოთაძის მოადგილეს ერთი კიდევ ერთი კონკურენტი ჩამოსცილდა. გრიგოლ გაგნიძემ პროკურატურაში განცხადება დატოვა, რომ საკუთარი ნებით უარს ამბობს კონკურსში მონაწილეობაზე. საინტერესო ისაა, რომ თავად გაგნიძე აღარ მიიჩნევს თავს კონკურენტად და აღმოჩნდა, რომ მას არაფორმალური კონსულტაციები ჰქონდა ქართული ოცნების დეპუტატებთან და დარწმუნდა, რომ გიორგი გაბიტაშვილი უკონკურენტოა და არ აპირებს მასთან შეჯიბრს. აღსანიშნავია, რომ გენერალური პროკურორის არჩევის პროცესი საერთოდ არ ითვალისწინებს რაიმე სახის არაფორმალურ კონსულტაციებს, მით უმეტეს დეპუტატებთან.
გენერალური პროკურორობის მსურველების შერჩევის ფიქციური პროცესი
05 ივლ 202420:37
3 წუთის საკითხავი