logo
ENG



გენშტაბი: ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 20 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს

15 თებ 202309:30
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/15/u031uz4ril5gqcm.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო 24 საათში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 20 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს. მათ შორის ხარკოვის ოლქში, ლუჰანსკის რეგიონსა და დონეცკის ოლქის ქალაქებში: ბახმუტში, პობედასა და ვუჰლედარში.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტები ცდილობენ დონეცკსა და ლუჰანსკზე კონტროლის დამყარებას და აგრძელებენ იერიშს კუპიანსკის, ლიმანსკის, ბახმუტისა და ავდიივკას მიმართულებით.

შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ გასული დღის განმავლობაში მტერმა განახორციელა 2 სარაკეტო და 3 საავიაციო დარტყმა დონეცკის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და 68 შეტევა, მათ შორის ხერსონის და მიკოლაევის ოლქების სამოქალაქო ობიექტებზე.


close დახურვა