logo
ENG



გენშტაბი: უკრაინელი სამხედროები ბახმუტთან ახლოს წარმატებას აღწევენ

06 ოქტ 202309:39
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/06/hv3x72marlcao1w.png

გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინელი სამხედროები ბახმუტთან ახლოს წარმატებას აღწევენ.

უწყების ცნობით, სულ 24 საათის განმავლობაში, ცოტა ხნის წინ გათავისუფლებულ ანდრეევკასთან ახლოს, რუსებთან 37 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

"უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ შეტევას ბახმუტის და მელიტოპოლის მიმართულებებით. ანდრეევკას მახლობლად რუსები ცდილობდნენ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას, თუმცა შეიარაღებულმა ძალებმა ყველა იერიში მოიგერიეს. ბახმუტის სამხრეთ ნაწილში უკრაინელები შტურმს აგრძელებენ. განადგურებულია რუსების ტექნიკის დიდი რაოდენობა.

დონეცკის ოლქის მარიინკის და ნოვომიჰაილოვკის რაიონებში რუსებმა 14 წარუმატებელი თავდასხმა განახორციელეს. ამასთან, ზაპოროჟიეს მიმართულებით უკრაინელი სამხედროები იგერიებენ ოკუპანტების თავდასხმებს. რაც შეეხება ხერსონის მიმართულებას - აქ მიმდინარეობს კონტრშეტევა, ჩვენი ძალები ანადგურებენ რუსების საწყობებს და აზიანებენ ტექნიკას", - წერია გენშტაბის განცხადებაში.


close დახურვა