უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის სოფელ ჩულანოვკასთან ოკუპანტებზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც რუსების დანაკარგი 500-მდე დაღუპულ და დაჭრილ მებრძოლს შეადგენს.
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, აღნიშნული იერიში 31 დეკემბერს განხორციელდა. უწყებაში ამბობენ, რომ შეტევის დროს დაზიანდა და განადგურდა ოკუპანტების სამხედრო ტექნიკაც.
გარდა ამისა, 1 იანვარს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა ხერსონის ოლქის ფედროვკას დასახლებაში ცეცხლი გაუხსნეს რუს სამხედროებს, თუმცა ოკუპანტების დანაკარგი ამ დროისთვის ზუსტდება.