logo
ENG



გეოლოგები: ვაშლიჯვრის ფერდზე მიწის ნაწილი ჩავარდა

28 მარ 202117:03
3 წუთის საკითხავი
 

გეოლოგების ინფორმაციით, ვაშლიჯვრის ფერდზე მიწის ნაწილი ჩავარდა. სოციალურ ქსელში ფოტო თავდაპირველად თეა გოდოლაძემ გაავრცელა.

სპეციალისტების თქმით, მიწის ჩავარდნა კიდევ ერთი დასტურია, რომ მეწყერი დინამიკაშია და ის საფრთხის შემცველია.

"ადგილზე გადაადგილება და დეფორმაციები თვალითაც შეინიშნება, როგორც პირველ დღეებში, ისე დღესაც. მაგალითად, ერთერთი მოვლენაა ჩაქცევები, რომელიც ნაპრალზე მიმდინარეობს, ეს ხდებოდა და კიდევ გაგრძელდება, ეს არის იმის მანიშნებელი, რომ პროცესი არ გაჩერებულა და კვლავ დინამიკაშია", - ამბობს გეოლოგი ლაშა სუხიშვილი.

თბილისში, ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზასთან მეწყრული პროცესების დაწყებაზე ცნობილი 18 მარტს გახდა.

თუმცა, ფორმულას ინფორმაციით, თბილისის მერია მეწყრული პროცესების შესახებ სექტემბერშივე იყო ინფორმირებული. ხოლო ნაპრალების გაჩენის შესახებ თბილისის მერს 1 მარტს ჰქონდა ინფორმაცია.

ფერდობზე ნაპრალების ამსახველი ფოტო ინტერნეტით, Forum.ge-ზე გავრცელდა. ამის მიუხედავად, ადგილზე მძიმე ტექნიკის გამოყენებით გზის დაგების სამუშაოები ისევ გრძელდება. 

რა ხდება ფერდობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სრულად იხილეთ აქ.


close დახურვა