logo
ENG



გეოლოგი კლდის ნაწილის ჩამოშლაზე: წვიმა რომ ყოფილიყო, ღვარცოფად გადაიქცეოდა

27 აგვ 202320:05
3 წუთის საკითხავი
 

შიომღვიმის მონასტერთან, სადაც კლდის ნაწილი ჩამოიშალა, გეოლოგებმა მუშაობა დაასრულეს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგის შოთა ლობჟანიძის განცხადებით, დაკსვნა, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი. მან პირველადი დაკვირვების შედეგებზე ისაუბრა:

"ეს არის კლდეზვავითი პროცესი, გამოფიტული მასალის ჩამოქცევა, დანარჩენი დასაზუსტებელია, რა რაოდენობის მასალაა და როგორი. წვიმა რომ ყოფილიყო, ღვარცოფად გადაიქცეოდა. [აქ ყოფნა უსაფრთხოა, მაგრამ] დაკვირვება სჭირდება მუდმივად", - თქვა ლობჟანიძემ.

მონასტერთან კლდის ნაწილი დღეს, 27 აგვისტოს ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.


close დახურვა