logo
ENG



გერაშენკო: ხარკოვი მასობრივი დაბომბვის ობიექტია, ათობით ადამიანი დაიღუპა

28 თებ 202215:35
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშენკოს თქმით, ხარკოვი მასობრივი დაბომბვის ობიექტი გახდა. 

რუსეთი თავდასხმისთვის ამჯერად BM-21-ს - გრადს იყენებს. ეს საბჭოთა სატვირთო მანქანაზე დამონტაჟებული 122 მილიმეტრიანი მრავალჯერადი სარაკეტო გამშვებია.

გერაშენკო ამბობს, რომ ათობით ადამიანი დაიღუპა, დაჭრილების რიცხვი კი, სავარაუდოდ, ასობითაა.

 


close დახურვა