logo
ENG



გერლიანის გაუჩინარების საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

20 დეკ 202117:20
3 წუთის საკითხავი
 

ეკონომისტ რამაზ გერლიანის გაუჩინარების საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. ოჯახის წევრები დაკარგულს ისევ ეძებენ. მისი კვალი ავჭალის პოლიციასთან ქრება, სადაც მისი ავტომობილი დგას.

შსს საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს რამაზ გერლიანის ოფისსა და მანქანაში. 

ფეისბუქპოსტი, რომელიც რამაზ გერლიანმა გაუჩინარებამდე გამოქვეყნა, აღარ იძებნება. პოსტში იგი პოლიციელებს ტერორში ადანაშაულებდა. 

"გაფარჩაკებული,  პატივაყრილი და ღირსება შელახული ვარ ! შიგნიდან მწვავს ყველა სისძარღვი.. ყოველი სუნთქვა თვეზე მეტია წამებად მექცა. ამ  ნაგავმა "პოლიციელმა" ჩემივე ყოფილი ოჯახის წევრის დავარბოვკებითა და გამოყენებით  მოახერხა, ჩემს  კერძო საკუთებაში, ჩემს  სამუშაო და ჩემი შვილების სამყოფელ სივრცეში ვირთხასავით შემოღწევა...

14  ნოემბერს შეიარარებული დამხვდა ჩემს ბინაში თავხედურად ცრუ მოტივით დაკითხვა მომიწყო,  მომაყენე შეურაცყოფა... განადგურებული ვარ!", - წერდა ის ფესბუქპოსტში, რომელიც 19 დეკემბერს, დილის 8:40 საათზე გამოაქვეყნა.

გერლიანის თქმით, სამართალდამცავებმა მისი ოჯახის წევრების დაშინება სცადეს. ასევე, მან გამოაქვეყნა ინფორმაციას შსს-ს თანამშრომლის შესახებ, რომელიც მისივე მტკიცებით, პოლიციის მუნდირის გამოყენებით აგროვებდა ინფორმაციას მის შესახებ, როგორც საპოლიციო სისტემით, ასევე  სხვადასხვა საშუალებით.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.


close დახურვა