logo
ENG



გერლიანის მეგობარი: წერილი ვიპოვეთ, რომელშიც წერია, რომ მეტის მოთმენა აღარ შეეძლო

21 დეკ 202111:22
3 წუთის საკითხავი
 

გაუჩინარებული ეკონომისტის რამაზ გერლიანის მეგობარი ნოდარ სირბილაძე ამბობს, რომ პოლიციამ გერლიანის სამუშაო ოფისიდან ტელეფონი და ხელნაწერილი წერილი ამოიღო.

სირბილაძის თქმით, გერლიანის წერილში წერია, რომ "მეტის მოთმენა აღარ შეუძლია" და თავის შვილებს ახსენებს.

"ვნახეთ ტელეფონი და წერილი, სადაც ეწერა, შინაარსი იყო შემდეგი, რომ მეტის მოთმენა აღარ შემიძლია, მაპატიე და თავის ორ შვილს ახსენებს და მიყვარხართო.

მობილურზე იყო მარკერით კოდი, რაც იმას ნიშნავს, რომ რამაზს უნდოდა, ეს გვენახა, ანუ იქ არის გარკვეული ინფორმაცია. თვითონ საუბრობდა, რომ პოლიციელთან კომუნიკაციის ჩანაწერი მაქვსო", - ამბობს სირბილაძე ფორმულასთან.

გერლიანის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია გუშინ, 20 დეკემბერს გავრცელდა. კვალი ავჭალის პოლიციასთან ქრება, სადაც მისი ავტომობილი იდგა. გაუჩინარებამდე მან პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც იგი პოლიციელებს ტერორში ადანაშაულებდა. ეს პოსტი ამ დროისთვის აღარ იძებნება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო.


close დახურვა