logo
ENG



გერმანელი მინისტრი სცენიდან ჩავარდა

29 ოქტ 201917:54
3 წუთის საკითხავი
 
cu6ui4xiux0pr18.png

გერმანიის ეკონომიკის მინისტრი კონფერენციიდან პირდაპირ საავადმყოფოში აღმოჩნდა. პეტერ ალტმაიერი დორტმუნდში მიმდინარე ფორუმის დროს შეუძლოდ გახდა და ტრიბუნიდან გადავარდა.

ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც მან სიტყვით გამოსვლა დაასრულა და სცენიდან ჩადიოდა. მომხდარის გამო კონფერენციის ტრანსლირება შეწყდა, დარბაზიდან მედიის წარმომადგენლებიც გაიყვანეს. თავად მინისტრი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით უცნობია.  

 


close დახურვა