logo
ENG



გერმანიამ უკრაინისთვის 1 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარების პაკეტი დააანონსა

20 იან 202322:22
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/20/mdhhocrnk2icgyh.jpg

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა უკრაინისთვის 1 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი დააანონსა.

სამხედრო დახმარება უკრაინისთვის გაზაფხულზე გამოიყოფა. გერმანული გამოცემა Spiegel-ი წერს, რომ ამ თანხებით გერმანია უკრაინას დამატებით იარაღსა და აღჭურვილობას მიაწვდის.

პისტორიუსის თქმით, სამხედრო დახმარების პაკეტში შევა Patriot-ის ერთი საზენიტო-სარაკეტო სისტემა, Gepard-ის ტიპის 7 თვითმავალი საზენიტო დანადგარი და IRIS-T-ის კიდევ ერთი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი. მინისტრმა ხაზი გაუსვა იმას, რომ გერმანია უარს არ იტყვის უკრაინის შემდგომ დახმარებაზეც.

სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან გერმანიის სამხედრო დახმარების მთლიანი მოცულობა უკრაინისთვის 3,3 მილიარდ ევრომდე გაიზარდა.


close დახურვა