ჯანდაცვის მინისტრის, იენს შპანის განცხადებით, გერმანიამ, შესაძლოა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი დეკემბერში დაიწყოს. მინისტრის განცხადების შესახებ Reuters წერს.
"გვაქვს მიზეზი, ვიყოთ ოპტიმისტები, რომ ევროპაში COVID-19-ის ვაქცინა ამავე წელს იქნება და შემდეგ უკვე შეგვეძლება ვაქცინაციის დაწყება", - თქვა მინისტრმა.
მანვე აღნიშნა, რომ უკვე მიმართეს გერმანიის ფედერაციულ მიწებს, მზადყოფნაში იყვნენ მათი ვაქცინაციის ცენტრები, უკვე დეკემბრის შუა რიცხვებისთვის.
მინისტრის ცნობით, ევროკომისიამ გერმანია 300 მილიონზე მეტი ვაქცინის დოზით უზრუნველყო, ორმხრივი კონტრაქტებით. მისი თქმით, ეს საჭიროზე მეტი მარაგია, რაც შესაძლებლობას მისცემთ, დარჩენილი დოზები სხვა ქვეყნებსაც გაუნაწილონ.