logo
ENG



გერმანიამ ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის რეგიონში კვლავ კარანტინი გამოაცხადა

23 ივნ 202017:31
3 წუთის საკითხავი
 

გერმანიამ ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის რეგიონში კვლავ კარანტინი გამოაცხადა. მიზეზი კორონავირუსის შემთხვევების მომატება გახდა. წყარო ხორცის ქარხანაში აღმოაჩინეს.

რეგიონში კოვიდ 19-ის ახალი 1330 შემთხვევა გამოვლინდა. რეგიონის ხელმძღვანელობის განცხადებით, კვლავ სავალდებული გახდა სოციალური დისტანციის წესის დაცვა, ასევე დაიხურება მუზეუმები, კინო-თეატრები და სპორტული დარბაზები.  

ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის რეგიონში ხელახლა შემოღებული კარანტინი ძალაში ივლისის ბოლომდე დარჩება. 


close დახურვა