logo
ENG



გერმანიას ამერიკისგან ჯარის გაყვანის შესახებ ოფიციალური შეტყობინება ჯერ არ მიუღია

08 ივნ 202017:22
3 წუთის საკითხავი
 

გერმანიას შეერთებული შტატებისგან ჯარის გაყვანის შესახებ ოფიციალური შეტყობინება ჯერ არ მიუღია. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა.

მისივე თქმით, გავრცელებული ინფორმაცია ჯერ დადასტურებული არ არის და გერმანიაში დისლოცირებული ამერიკული ქვედანაყოფები ნატოს მოკავშირეების უსაფრთხოებისთვის, სამსახურს განაგრძობენ.

ამერიკელი მაღალჩინოსნების ცნობით, გერმანიიდან 9 ათას 500 სამხედროს გაყვანის შესახებ ბრძანება დონალდ ტრამპმა გასცა. ამ გეგმის განხორციელების შემთხვევაში, გერმანიაში ამერიკული კონტიგენტი 25 ათასამდე შემცირდება. პარალელურად გერმანიის მარშალის ფონდში აცხადებენ, რომ შეერთებულ შტატებსა და გერმანიას შორის ურთიერთობების ასეთი დაბალი დონე არასდროს ყოფილა. 


close დახურვა