კორონავირუსის შემთხვევებმა კვლავ მოიმატა გერმანიასა და ესპანეთში, სადაც დაავადების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 20 ათასს გადააჭარბა. ესპანეთის ჯანსდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდ-19-მა 565 ადამიანი იმსხვერპლა. დაინფიცირების შემთხვევები მეოთხე დღეა იზრდება გერმანიაშიც. ბოლო მონაცემით, ქვეყანაში 3600-ზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაცვლილთა რიცხვი კი 242-ით გაიზარდა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში 761 ემსხვერპლა ვირუსს საფრანგეთში, 1700-ს გადააჭარბა დაღუპულთა რაოდენობამ თურქეთში. ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ მაღალია შეერთებულ შტატებში, თუმცა ქვეყნის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საკარანტინო ზომები ზოგიერთ შტატში მეტისმეტად მკაცრია და უნდა გადაიხედოს. სავარაუდოდ, თვის ბოლოს მოხსნიან შეზღუდვებს ტეხასსა და მიჩიგანში.