logo
ENG



გერმანიაში 5 აეროპორტი გაიფიცა - ფრენა 90 000-ზე მეტ ადამიანს გაუუქმდა

14 მარ 202415:19
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/14/qx7tk014otsp7qd.png

გერმანიაში 5 აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლები გაიფიცნენ. ამ დროისთვის არ მუშაობს ბერლინის, ჰამბურგის, შტუტგარტის, კელნისა და კარლსრუე/ბადენ-ბადენის აეროპორტები.

მედიის ცნობით, მხოლოდ ერთ დღეში 580-ზე მეტი ფრენა გაუქმდა, მგზავრობა ვერ შეძლო 90 000-ზე მეტმა ადამიანმა.

გაფიცვა, სავარაუდოდ, პარასკევსაც გაგრძელდება და შეუერთდება სხვა აეროპორტებიც - ჰანოვერის, დორტმუნდის, დრეზდენის, ლაიფციგისა და ვეზეს.

რამდენიმე საათით იყო გაფიცული მიუნხენის აეროპორტიც.

პროფკავშირების ცნობით, მათი მოთხოვნაა საათობრივი ხელფასის 2.80 ევრომდე გაზრდა, ბონუსები და ზეგანაკვეთური მუშაობისას ანაზღაურების უკეთესი პირობები.

მანამდე გერმანიაში ხელფასის ზრდისა და პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით რკინიგზის თანამშრომლები გაიფიცნენ.


close დახურვა