გერმანიაში ბერლინის კედლის დანგრევიდან 30-ე წლისთავს აღნიშნავენ. საიდუმლო პოლიციის ყოფილ შენობაზე ისტორიულ თარიღთან დაკავშირებული ვიდეო ინსტალაცია გაუშვეს. კედლის ნგრევის და დემონსტრაციების ამსახველი კადრებისგან აწყობილი ინსტალაცია აჩვენეს ბერლინის ცენტრში კიდევ რამდენიმე შენობაზე.
ქალაქში კედლის ნგრევის იუბილეს აღსანიშნად გამოფენები, კინოჩვენებები და კონცერტები ეწყობა.
საბჭოთა კავშირის მიერ 156 კილომეტრიანი კედელით ბერლინი ორ ნაწილად 28 წელი იყო გაყოფილი. ის 1989 წლის 9 ნოემბერს დაანგრიეს.