logo
ENG



გერმანიაში ბერლინის კედლის დაცემიდან 30-ე წლისთავი აღნიშნეს

10 ნოე 201911:43
3 წუთის საკითხავი
 
i6b5t87ne3lf53y.jpg

გერმანიაში ბერლინის კედლის დაცემიდან 30-ე წლისთავი აღნიშნეს. ქვეყნის დედაქალაქმა სადღესასწაულო ღონისძიებებს უმასპინძლა.

ქალაქში მაღალჩინოსან სტუმრებთან ერთად ათასობით ტურისტი ჩავიდა. საგანგებო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართა.

კონცერტამდე შეკრებილებს ქვეყნის პრეზიდენტმა და ბერლინის მერმა მიმართეს. ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომელიც გერმანიას ახლა აქვს და თქვა, რომ სიძულვილისა და იმედგაცრუების უხილავი კედლები ყველამ თავად უნდა დაანგრიოს. 

სადღესასწაულო ღონისძიებები ჩატარდა სხვა ქალაქებშიც. მოდლეროთში ვინტაჟური ავტომობილების გამოფენა გაიმართა. ქალაქში, სადაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი სასაზღვრო-გამშვები პუნქტი იყო, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ გამოშვებული ავტომობილები გამოფინეს და მათგან სიმბოლური კედელიც აღმართეს.

ბერლინის კედლის დანგრევასთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებები ქვეყანაში შემდეგ ოქტომბრამდე გაიმართება. 2019 წლის ოქტომბრიდან 2020 წლის ოქტომბრამდე პერიოდი, გერმანული ერთობის საიუბილეო წლად არის გამოცხადებული.


close დახურვა