logo
ENG



გერმანიაში ისლამურ დაჯგუფება ჰეზბოლას მოღვაწეობა აეკრძალა

30 აპრ 202017:39
3 წუთის საკითხავი
 

გერმანიაში ისლამურ დაჯგუფება „ჰეზბოლას“ მოღვაწეობა აეკრძალა. პოლიციამ ამ დაჯგუფებასთან დაკავშირებულ მეჩეთებსა და ცენტრებში რეიდებიც ჩაატარა. სამართალდამცველებმა მათი ოფისები ბერლინში, დორტმუნდსა და ბრემენში გაჩხრიკეს.

ეზბოლა ლიბანელი შიიტების დაჯგუფებაა, რომელიც ირანის მიერაა მხარდაჭერილი. დაჯგუფების პოლიტიკურ ფრთასთან ევროპის ქვეყნების ნაწილი თანამშრომლობს, თუმცა მისი სამხედრო ფრთა ევროკავშირის ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაშია. გერმანიის ხელისუფლების გადაწყვეტილებას მიესალმა ისრაელი და ევროპის  სხვა ქვეყნებსაც მოუწოდა ჰეზბოლას პოლიტიკურ ფრთასთან კონტაქტი გაწყვიტონ. 


close დახურვა