გერმანიაში კარნავალის დროს თავდასხმა მოხდა. ქალაქ ფოლკ-მარზენში ავტომობილი ხალხში მიზანმიმართულად შევარდა. დაშავდა 30 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი. რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველებმა მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 29 წლის ეჭვმიტანილი დააკავეს, ის გერმანიის მოქალაქეა. დანაშაულის მოტივი ჯერ-ჯერობით უცნობია.
თავდასხმის შემდეგ ადგილობრივმა ხელისუფლებამ, უსაფრთხოების მიზნით, რეგიონში კარნავალთან დაკავშირებული ყველა ღონისძიება გააუქმა.