გერმანიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური გამოცდა დაიწყო.
კომპანია "ბიო-ენ-ტექის" მიერ შექმნილი პრეპარატის ინექცია 12 მოხალისეს გაუკეთეს. ექსპერიმენტში სულ 200-მდე ადამიანი ჩაერთვება. ვაქცინა გერმანულმა გიგანტმა ამერიკულ კომპანია "ფაიზერთან" ერთად შექმნა და მომავალ კვირას მის გამოცდას შეერთებულ შტატებშიც დაიწყებენ. "ბიო-ენ-ტექის" ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ წლის ბოლოსთვის ვაქცინა მილიონობით ადამიანისთვის იქნება ხელმისაწვდომი. "ფაიზერში" კი იმედოვნებენ, რომ შემოდგომაზე პრეპარატს უკვე პაციენტებზეც გამოიყენებენ.