გერმანიაში სანტა-კლაუსებმა ტრადიციული მსვლელობა მოაწყეს. ბავარიის ქალაქ მარნაუში 70-მა თოვლის ბაბუამ ელფებთან ერთად საშობაოდ მორთულ ქუჩებში ერთად ჩაიარა. მიზანი გინესის წიგნში მოხვედრა იყო. შარშან ამავე მსვლელობით სანტა-კლაუსებმა რეკორდიც კი დაამყარეს. სანტების მარათონს მარნაუში საფუძველი 40 წლის წინ ჩაეყარა. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ღონისძიების იდეა მხოლოდ საშობაო განწყობის შექმნას ემსახურება.